LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის 17 წლის მკვლელი ისეთივე მკვლელია, როგორც 37 წლის.. მე გიგა მომიკლეს, ჯგუფურად, შეთანხმებით“ – გარდაცვლილი მასწავლებლის დედა

716
BeFunky-collage123412 3 4sdf (11)

„ჩემთვის 17 წლის მკვლელი ისეთივე მკვლელია, როგორც 37 წლის… ისინი ციხეში უნდა ამოვალპო! ჯგუფურად მოკლეს, შეთანხმებით, გაიგეთ ხალხო!” – ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის დედამ TV პირველს განუცხადა.

„მე გიგა მომიკლეს. თუ დაიჭერენ სამივეს, ოჯახებისთვის უკეთესია ცოცხლად მაინც ეყოლებათ თავიანთი შვილები“,- ამბობს გიგა ავალიანის დედა“.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

უწყების განმარტებით, ფაქტზე 2008 წელს დაბადებული პირია დაკავებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2008 წელს დაბადებული ა.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ა. -ს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა , თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია განცხადებაში.



გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g