LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისში, სულ, საახალწლოდ, ქალაქში დავდგით 20 საცხოვრებელი კონტეინერი და ქუჩიდან შევასახლეთ 25 ადამიანი. ამათგან, ალბათ თითქმის ვერცერთი ვერ გადაიტანდა ზამთარს“- აკა სინჯიკაშვილი

1487
BeFunky-collage123412 3 4sdf (29)

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას, რომ საახალწლოდ თბილისში 20 საცხოვრებელი კონტეინერი განთავსდა და ქუჩიდან 25 ადამიანი შეასახლეს.

მისი თქმით, უმრავლესობა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფსიქიკური პრობლემების მქონეა და ზამთარს ქუჩაში ვერ გადაიტანდა.

„კარგი ამბებით დავიწყებ. ქუჩიდან ბაბუ გადავიყვანეთ საცხოვრებელ კონტეინერში, მივეცით საჭმელი და ტანსაცმელი. გათბება, ოდნავ აზრზე მოვა და წავიყვანთ ექიმთან ❤️ კიდევ რაღაცეებს დავწერ, რომ ვინც ჯერ არ გვიცნობს, წარმოდგენა ჰქონდეს საქმეზე ❤️ თბილისში, სულ, საახალწლოდ, ქალაქში დავდგით 20 საცხოვრებელი კონტეინერი და ქუჩიდან შევასახლეთ 25 ადამიანი. ამათგან, ალბათ თითქმის ვერცერთი ვერ გადაიტანდა ზამთარს. თითქმის ყველა ავადაა და ზოგიერთი ვერ მოძრაობს. უმრავლესობას აწუხებს ფსიქიკური პრობლემები. კონტეინერებს ვყიდულობთ ნატახტარში.

აწყობს კომპანია, რომელიც რაც შეიძლება გვეხმარება ყველაფერში ❤️ ვდგამთ ისეთ ადგილებში, რომ ხელი არავის შეუშალოს. აქვს თბოიზოლაცია, შიგნით დგას საწოლი, არის მოძრავი და თუ ვინმეს დასჭირდება დაკავებული ადგილი, გადავიტანთ სხვა ადგილას. საწოლს, ლოგინს, თეთრეულს და ასეთ რაღაცეებს ყველაფერს ბაზარში ვყიდულობთ და მერე ვაწყობთ საცხოვრებლად. დანარჩენები გვყავს რამდენიმეგან ქირით ან ფასიან თავშესაფარში შესახლებული და იქ ვუხდით გადასახადს. გადაუდებელი გადაგვყავს კლინიკაში,მძიმე ავადმყოფები გადაგვყავს პალიატიულში. უსახლკარო ადამიანებს ძირითადად ვპოულობთ მიწისქვეშა გადასასვლელებში, მეტროს ჩასასვლელებთან, ვაგზალზე, ბაზრობებთან ახლოს, მშენებლობებში ან ძველი შენობების ნანგრევებში,პარკებში, სკვერებში და სანაპიროზე.

ყველაზე მეტად, თქვენი გამოგზავნილი ფოტოები მეხმარება ❤️ ამათ, ყველას სჭირდებათ მუდმივი მოვლა და თუ გეცლებათ ხოლმე და დამეხმარებით, მადლობელი ვიქნები ❤️ მომწერეთ ხოლმე ტელეფონის ნომერზე, ინბოქსში იმდენი მესიჯია, აზრიც აღარ აქვს დიდი ხანია. ტელეფონი რეკავს გაუჩერებლად და ყველა ზარს რომ ვუპასუხო, მართლა ოპერატორად გადავიქცევი. ერთდროულად, ვერაფრით ვერ დავეხმარებით ყველას. ფიზიკურად ვერ მოვასწრებთ. ერთ დღეში, ზოგჯერ 7 რაიონს გავივლით ხოლმე და ზოგჯერ რამდენიმე კვირა, სახლში პირის დასაბანად ვერ მივდივართ. ორნი ვართ და ამდენ რამეს ერთად, ვერაფრით ვერ მოვასწრებთ. ადამიანებს ყოველთვის ვუფარავთ სახეს. იმიტომ, რომ ადამიანები არიან და სიამაყე აქვთ და არ უნდათ, მთელმა ქვეყანამ გაიგოს, როგორ დღეში ჩავარდნენ. და ვიდეოში ბავშვების და მოხუცების ატირებას არასოდეს არ ვაპირებთ. ჩვენ ასე გადავწყვიტეთ და სულ ასე იქნება. უბრალოდ ასე საჭირაოდ ვერ გამოვდებთ უბედური ადამიანის ცხოვრებას. მუნიციპალურ თავშესაფარში, ავადმყოფ მოხუცებს და ფსიქიურად დაავადებულებს არ იღებენ. არცერთ ფსიქიატრიულში ადგილები არ არის და რომც გამოჩნდეს, ერთ თვეზე დიდხანს არ აჩერებენ ავადმყოფს. ასევე, ქუჩიდან არავინ არ უშვებს ქირით ავადმყოფ უსახლკაროს. კონტეინერები არის იმისთვის, რომ ზამთარში, პირდაპირ ქუჩაში არ გაიყინონ და დახმარება შევძლოთ. უმრავლესობას არ აქვს საბუთები და ვერ ახერხებენ მკურნალობას და სოციალური დახმარების მიღებას. მისამართების ასე გამოცხადება არ შეიძლება, ძალიან ბევრი მიზეზის გამო. ვისაც დაგჭირდებათ, ნომერზე მომწერეთ და იმათაც გეტყვით, ვინც დავაბინავეთ და იმათაც, ვინც ახლაც გარეთ წევს და ყველა ღამეს უძლებს. ამათ გარდა, გვყავს ასზე მეტი მარტოხელა ადამიანი, რომლებსაც არავინ არ ჰყავთ, ავად არიან და მარტო ცხოვრობენ. უმრავლესობას, ასევე ფსიქიკური პრობლემები აქვს და ჩვენს გარდა არავინ ჰყავთ. ამათი დახმარებაც, თუ ვინმემ მოინდომოთ, მომწერეთ და სათითაოდ მოგწერთ მისამართს.

რეგიონებში ვეხმარებით 1000-ზე მეტ ოჯახს საკვებით, შეშით, ტანსაცმელით და წამლებით. ფქვილს და შეშას ვყიდულობთ იმ რაიონში, სადაც ვარიგებთ. მოხალისეების ცენტრიდან ყოველ წელს, ვეხმარებით 50000-ზე მეტ ადამიანს თბილისში და რეგიონებში. ყოველ შაბათს და კვირას, ვარიგებთ 600 პურს.

დღესასწაულებზე ზოგჯერ პროდუქტებს და გავცემთ ნივთებს ქუჩაში მცხოვრებთათვის, ტანსაცმელს და ფეხსაცმელს, ვახარისხებთ თეთრ ტომრებში, მიგვაქვს რეგიონებში და ადგილობრივი გამგეობის ან სოციალურის დახმარებით ვარიგებთ. აქ რათქმაუნდა ყველაფერს ცალცალკე ვერ ჩამოვთვლით. აქ უბრალოდ ფაქტებს ხედავთ ხოლმე, იმასაც ალბათ 20%-ს.თორემ აქ დაწერილის მიღმა, ისეთი ამბები ხდება, ვერც მოყვება ადამიანი. რის ფასად ხდება ეს ყველაფერი, რომ ნახოთ, აუცილებლად ჩვენთან ერთად უნდა იაროთ და თქვენი თვალით ნახოთ.

ჩემთან, კითხვა ან პრეტენზია თუ გექნებათ, მომწერეთ ნომერზე ან მნახეთ მოხალისეების ცენტრში, აქ დაწერილ დაუფიქრებელ კომენტარებს, ჩემი შვილები კითხულობენ და დამერწმუნეთ, მათზე ძალიან არავის არ ვუფრთხილდები, რომ რამე არასწორად არ გავაკეთო ❤️

ახლა საახალწლო საჩუქრების დარიგება უნდა დავიწყოთ მაღალმთიან სოფლებში და სადაც ვიქნები, იქიდან მოგილოცავთ ❤️ ბავშვები მელოდებიან და ამ დროს ათჯერ მეტი ძალა გეძლევა ადამიანს ❤️❤️ ყველაფრისთვის, დიდი მადლობა თქვენ, ყველას❤️ რომლებიც, უკვე ათეული წელია გვეხმარებით ჩვენ და ერთმანეთს ❤️ #სიკეთეგადამდებია“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g