LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოგიერთს ჰგონია, რომ ზედმეტი ალერსით ბავშვი გაფუჭდება – არავითარ შემთხვევაში!”- ყარამან ფაღავა

141
Capture

საზოგადოებაში დღემდე აქტუალურია აზრი, რომ „ბავშვს ზედმეტი მოფერება აფუჭებს“, თუმცა თანამედროვე ფსიქოლოგია და მედიცინა საპირისპიროს ამტკიცებს.

ცნობილმა პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ყარამან ფაღავამ გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ბავშვის განვითარებაში ალერსისა და ემოციური ფონის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ყველაზე მთავარი, ეს არის ალერსი. ზოგიერთს ჰგონია, იცით, ზედმეტი ალერსით ბავშვი გაფუჭდება – არავითარ შემთხვევაში. ზედმეტი ალერსი კი არა, ყველაფრის ნება არ უნდა მივცეთ. უნდა ვუთხრათ: „შვილო, ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ, შენზე უკეთესი არავინ მყავს, მაგრამ რაც არ შეიძლება, არ შეიძლება“. ალერსი, ალერსი, ალერსი…

და განსაკუთრებით მე ძალიან მიყვარს, იცით, ეს გამოთქმა კი არა, ფაქტი არის, დაკვირვება არის – ძველი ბერძნები გამოყოფდნენ სიყვარულის სხვადასხვა ტიპს. ყველაზე ცნობილი „ეროსი“ არის: „მე შენ მიყვარხარ, შენგანაც რაღაც მინდა“. მაგრამ ყველაზე კეთილშობილური სიყვარული ალბათ არის „აღაპე“. ეს არის ბებიების და პაპების სიყვარული შვილიშვილების მიმართ. არაფერი არ უნდათ მათგან, მხოლოდ და მხოლოდ მათი კარგად ყოფნა. და ადამიანი, ბავშვი, რომელიც განიცდის აი, ასეთ სიყვარულს, ასეთ უანგარო სიყვარულს, ის კიდევ უფრო კეთილშობილი გაიზრდება, უფრო კეთილი იქნება და რომ გაიზრდება, იგი სითბოს გასცემს უფრო მეტად და უფრო ბედნიერიც იქნება”, – ამბობს ყარამან ფაღავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g