LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგობრებთან ერთად წასულან ლისის ტბისკენ, სამსახურიდან წასულა ერთი და გაცილების სუფრა უნდა გაეშალათ“ – რა ხდება ცნობილი სოფელ დიდგორთან მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა

1416
lenta

სო­ფელ დიდ­გო­რის მიმ­დე­ბა­რედ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 5 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და ერთი და­შავ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი სი­მაღ­ლი­დან ხევ­ში გა­და­ვარ­და. შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით მოხ­და.

როგორც „კვირის პალიტრა“ წერს გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ.

„ამ დიდი ტრაგედიის შესახებ დღეს შევიტყვეთ, ჩვენს კორპუსში ცხოვრობდა ულამაზესი ცოლ-ქმარი, რომლებსაც თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით. ჰყავდათ ძაღლი და ეზოში ერთად ასეირნებდნენ ხოლმე. ისინი ბალანჩივაძის ქუჩაზე, ხილიანზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. დღეს გავიგეთ ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ.

გუშინ მეგობრებთან ერთად წასულან ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, თურმე სამსახურიდან წასულა ერთი თანამშრომელი და გაცილების სუფრა უნდა გაეშალათ, ერთმანეთის მეგობრები არიან როგორც ვიცით. ორი წყვილი ცოლ-ქმარია გარდაცვლილი, ჩვენი მეზობელი ცოლ-ქმარი და კიდევ ერთი წყვილი, ცოლ-ქმარი, მათ თურმე ორი შვილი დარჩათ. გარდაცვლილია ასევე ერთი გოგონა, ხოლო ერთი ბიჭი კლინიკაშია გადაყვანილი. საშინელ დღეში იყვნენ მათი მეგობრები. სახლში მოვიდნენ და ბინაში შესვლას ცდილობდნენ, ძაღლი დარჩათ ბინაში და ტიროდა ძაღლი, ვერ გამოყავდათ და გამოიძახეს სამაშველო, მაშინ შევიტყვეთ მათგან ამ ულამაზესი წყვილის და მათი მეგობრების ასე ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი. ძალიან შეგვძრა ამ ტრაგედიამ.

მერე გარდაცვლილი ბიჭის მამა მოვიდა, ამ ბიჭს დედა გარდაცვლილი ჰყოლია, როგორც გავიგე, გარდაცვლილი გოგოს დედა ემიგრაციაშია და იქ გაიგებს ამ საშინელ ამბავს. ძალიან განვიცდით ყველანი, ვინც ვიცნობდით მათ, მომხდარს. სამწუხაროდ ახლო ურთიერთობა მათთან არ მქონია, თუმცა თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ეზოში ერთმანეთს და იმდენად სასიამოვნო წყვილი იყო, რომ უდიდეს სიმპატიას იწვევდა. სხვებს არ ვიცნობ, იქ მოსული მათი მეგობრები ამბობდნენ, რომ კიდევ ორი გარდაცვლილიც ცოლ-ქმარია. ვუსამძიმრებთ ამ ტრაგედიას მთელ საქართველოს”, – ამბობს „კვირის პალიტრასთან“ გარდაცვლილი წყვილის მეზობელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g