LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13/5-ზე – საკრებულომ დღის წესრიგიდან სადავო საკითხი არ ამოიღო

163

ამ წუთებში თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაურია. ოპოზიციონერი დეპუტატები უმრავლესობის წევრებს სხდომის დაწყების საშუალებას არ აძლევენ.

ოპოზიციონერი დეპუტატები საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ითხოვდნენ მე-5 და მე-6 საკითხების ამოღებას, რომელიც სიმბოლურ ფასად მიწის ნაკვეთის გადაცემას ეხებოდა, თუმცა მათი მოთხოვნა საკრებულომ არ დააკმაყოფილა და ეს საკითხები  დღის წესრიგში დარჩა, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი მოჰყვა.

სხდომათა დარბაზში მათსა და მანდატურებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რის გამოც სხდომათა დარბაზი ირაკლი ნადირაძეს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები