13 დეკემბერს, 19:00 საათზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი „სუხიშვილებს“ უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება ანსამბლის ტრადიციული პროგრამა, რაც კლასიკური ქორეოგრაფიის ქართულ ნომრებს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ „სუხიშვილებს“ კონცერტი იმავე სივრცეში გუშინაც ჰქონდათ, პარალელურად კი, დასის სხვა წევრები ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონცერტზე გამოდიოდნენ…
