საქართველოს ფერმერთა ასოციაცია სოფლის მეურნეობის კრიზისიდან გამოსვლაში სახელმწიფოს საკუთარ ხედვას სთავაზობს. ნინო ზამბახიძის განმარტებით, კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად მთელი მსოფლიო გადასულია სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რადგანაც სურსათის იმპორტი ქვეყანებს შორის მცირდება.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
კორონა ვირუსის ბრძოლის პარალელურად მთელი მსოფლიო გადასულია სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რადგანაც სურსათის იმპორტი ქვეყანებს შორის კლებულობს, უკვე საუბარია მუშა ხელის დეფიციტზე სოფლის მეურნეობაში და განვითარებულმა ქვეყნებმაც დაიწყეს სხვადასხვა მასტიმულირებელ გზებზე ფიქრი! თუ გვინდა , რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს და გვესმის რომ ამ დარგს გააჩნია აგრო კალენდარი და არც ხვნა თესვა იცდის, ვფიქრობ შემდეგი სწრაფი გადაწყვეტილებებია მისაღები მოკლე ვადიანიც და გრძელვადიანიც:
- საბრუნავი კაპიტალი ფერმერებისთვის და ასევე ფინანსურ რესურსზე ხელისაწვდომობა;
- ახალი პროექტები ერწლიანი კულტურის წარმოებისთვის ( ბოსტნეული , მარცვლეული)
- მეტი შემნახველი და სამაცივრე მეურნეობის მოწყობა
- მეცხოველეობის მეხორცული და მერძეული მიმართულების განვითარება;
- საოჯახო მეფრინველეობის ფერმების მხარდაჭერა
- აკვაკულტურის პროქტების განვითარება:
- მუშა ხელის გადამზადება ამავდროულად სოციალურად დაუცველების ეკონომიკაში ჩართვა მათი გადამზადება და დასაქმება;
- მექანიზაციის პროექტების მხარდაჭერა:
- სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწების სწრაფად აღწერა და აუქციონზე გატანა როგორც საპრივატიზაციოდ ასევე გრძელვადიანი იჯარით.
- საგადასახადო და საბაჟო შეღავათები დაწყებული საშემოსავლოდან განთავისუფლებით დამთავრებული შემოსავლების ზედა ზღვრის მოხსნი
- აგროტურიზმის ხელშეწყობა საკანონმდებლო დონეზე
- ფერმერების აღრიცხვა და სავალდებულო სტატისტიკის წარმოება წარმოებულ პროდუქტზე;
- სახელმწიფო შესყიდვებში კანონის დონეზე ადგილობრივი პროდუქტით მომარაგება სახელმწიფო უწყებების( ჯარი, ბაღები , სასჯელაღსრულება და სხვა)
P.s ინფრასტრუქტურა, გზები და სარწყავ საირიგაციო სისტემები რომ გვჭირდება ეგ ხომ თავისთავად.
დანარჩენს კიდევ მოგაწვდით GFA ანალიტიკაში!