LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 ივნისის ტრაგედია – გავიხსენოთ 5 წლის წინ მომხდარი მოვლენები

1344
Untitled-design

ერთი ჩვეულებრივი ზაფხულის წვიმა, 5 წლის წინ თბილისში დიდი სტიქიის მიზეზი გახდა. 13 ივნისს თბილისმა წყალში გაიღვიძა და დაიძინა 21 გარდაცვლილით, 2 უგზო-უკვლოდ დაკარგულით  და 1000-ზე მეტი დაზარალებული ადამიანით.

ადიდებულმა მდინარემ ზოგს ოჯახის წევრი წაართვა, ზოგს მეგობარი, ზოგს სახლი, ზოგს არაფერი, თუმცა ეს დღე მაინც ყველა თბილისელს ემახსოვრება.

13 ივნისი მოხვდა მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება გადაჭარბებულია, ზოგიერთმა გამოცემამ ეს დღე აპოკალიფსს შეადარა.

წყალდიდობის შემდეგ, ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა. დღის განმავლობაში, ქალაქში ვნახეთ ბეჰემოტი ბეგი, რომელიც ამ დღის სიმბოლო გახდა, კონდინციონერზე შემომჯდარი დათვის ბელი და ქუჩებში მოსეირნე მტაცებლები. გვესმოდა ხან ვეფხვის ხმა, ხანაც მგლის…

ბევრი საინფორმაციოს გამოშვების ჩართვამდე არ იჯერებდა იმას, რაც მოხდა – მდინარე, რომლის შესახებ ბევრმა არც იცოდა და რომლის გადაჭრა ფეხის დასველების გარეშეც შეიძლება, ადიდდა.

ყველაფერი 23:35 საათზედაიწყო:

სტიქიას საფუძველი თრიალეთის ქედის კალთებზე ჩაეყარა. წყნეთი – ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. დაცურდა კლდის მთლიანი ფენა. გზის 650-მეტრიანი მონაკვეთი ჩამოშლილმა მიწამ ჩაიტანა. ეს ღვარცოფი დაიძრა დედაქალაქისკენ, რომელსაც დაახლოებით 10 კილომეტრი აშორებდა.

მასამ მდინარის გამტარი გვირაბი გაჭედა, შემდეგ კი მდინარემ ეს გვირაბი გაარღვია…

პირველად ეს ყველაფერი სვანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს დაატყდა თავს. აქ წაიღო წყალმა მისი სახლი და დაიღუპა ივლიტა ჯიბუტი და მისი სამი მეგობარი.

ამის შემდეგ უკონტროლო მოვლენები დაიწყო. მდინარე ქალაქს რამდენიმე საათი ანადგურებდა…

დიდი წყალდიდობის შემდეგ, იყო დიდი გამთლიანება – ახალგაზრდები, მოხუცები, ქართველები თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ერთად დადგნენ. ეს ნაწილი, 13 ივნისის ტრაგედიის ყველაზე დადებითი ემოციური მომენტია.

ცნობისთვის, 13 ივნისს ერთმანეთს დაემთხვა 9 გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა. მათ შორის მეწყერი, ღვარცოფი, უხვი ნალექი და წყალმოვარდნა. 

საერთო ჯამში, თბილისს 100-მილიონიანი ზარალი მიადგა. 

მდინარე ვერე 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებშიც ადიდდა. 1972 წელს ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, წყლის ნაკადმა საცხოვრებელი სახლები დაფარა და ავტომანქანები მტკვარში ჩაიტანა. იყო მსხვერპლიც. ასე რომ, 13 ივნისით ტრაგედიების ჯაჭვი არ წყდება.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/2080429708648514/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g