13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, 13 მაისიდან მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტიც.
უქმე დღეები არ გაგრძელდება – კომენდანტის საათი ძალაში რჩება
როგორც „ფორტუნას“ განათლების საინისტროში განუცხადეს:
„სკოლებში სწავლა იმავე რეჟიმში გაგრძელდება, როგორც უქმე დღეების დაწყებამდე იყო. წერტილოვანი შეზღუდვები ვირუსის გავრცელების შესაბამისად დაწესდება“.
შეგახსენებთ, საქართველოში უქმე დღეები 4-12 მაისის ჩათვლით იყო დაწესებული.