LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება” – გიგი უგულავა

44
589fca0faa349aa424b3171dea02db04-XL

ოპოზიციონერ გიგი უგულავას 13 მაისს, სასამართლოში მორიგი პროცესი ჩაუნიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.

უგულავას თქმით, პროცესი აეროპორტში ძიუდოსტის, საბა გავაშელიშვილის ცემის საქმეს ეხება.

“რა დილა თენდება.

13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილი ვცემე, აი ეგ საქმე.

მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე”, – წერს გიგი უგულავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g