LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 მავნე ჩვეულება, რომელიც დეპრესიაზე მიგვანიშნებს

378

მძიმე დეპრესის შესამჩნევა მარტივია, შედარებით მსუბუქ ფორმას კი, ნაკლებად გამოკვეთილი სიმპტომები აქვს და ხშირად შეუმჩნეველია. შესაძლოა, ადამიანი სრულიად ჯანმრთელად თვლიდეს თავს, მაგრამ მის ცნობიერებაში მიმდინარე ცვლილებები იმდენად სერიოზული აღმოჩნდეს, რომ მალე მძიმე დეპრესიის ფორმაც მიიღოს. თუმცა, ნებისმიერ დაავადებასთან ბრძოლა მარტივია, თუ საგანგაშო სიმპტომებს ადრეულ სტადიაზე მიაქცევთ ყურადღებას.

* მეტი საკვების მიღება – მადის მომატება ფსიქოლოგიური მდგომარეობის ცვლილებითაა გამოწვეული. წახემსება აბსოლუტურად ნორმალურია, თუმცა, მუდმივად სუსნაობა ნეგატიურ ემოციებთან ბრძოლის ნაკლებად ჯანსაღ მეთოდს ჰგავს.

* ზედმეტი ალკოჰოლის მოხმარება – ვახშამზე ერთი ბოკალი ღვინის მირთმევა ყველასთვის სასარგებლოა, თუმცა ალკოჰოლური „ანტიდეპრესანტების“ ხშირი მოხმარება ფსიქოლოგიური პრობლემების ტიპიური მანიშნებელია.

* შხაპის დიდხანს მიღება – მართალია, წყლის პროცედურები ჩვეულებრივ ამშვიდებს ფსიქიკას, მაგრამ თუ მუდმივად ქაფიან აბაზანაზე ოცნებობთ ან ნახევარ საათზე მეტს ხარჯავთ შხაპის მიღებაზე, მაშინ თქვენ ემოცონალური პრობლემების „წყალში ჩახრჩობას“ ცდილობთ.

* სიზარმაცე – ხშირად, დეპრესია ყოველდღიური რიტუალების შესრულებაზე უარის თქმით გამოიხატება. თუ მაქსიმალურად ცდილობთ გაექცეთ რუტინულ რიტუალებს, დროა მიმართოთ დახმარებისთვის სპეციალისტებს.

* ძილის დარღვევა – დეპრესია ნეგატიურად მოქმედებს ძილზე, რადგან უძილობაც და ზედმეტი ძილიც – ორივე ემოციანური პრობლემების მანიშნებელია.

* ავადმყოფობის სიმულირება – გადაღლა და სამუშაოს ვერ შესრულება, აბსოლუტურად ნორმალურია, თუმცა, მუდმივად სამსახურიდან დათხოვნის სურვილი დეპრესიის აშკარა მანიშნებელია.

* გულგრილობა საკუთარი ჩაცმულობის მიმართ – ჭუჭყიანი ან გაუუთავებელი ტანსაცმლით სიარულს არანაირი გამართლება არ აქვს! თუ ატყობთ, რომ საერთოდ არ გაინტერესებთ როგორ გამოიყურებით, დროა, მიიღოთ სერიოზული ზომები.

* არეული სახლი – ფსიქოლოგების მტკიცებით, არეული სახლი ადამიანის ემოციონალურ მდგომარეობაზე მიანიშნებს, რადგან სწორედ ასე გამოიყურება შინაგანი ქაოსის გარეგნულად.

* სოციალური ქსელი – რეალობაზე უარის თქმა და მუდმივად ვირტუალური ცხოვრებით ცხოვრება დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელია.

* გეგმებზე უარის თქმა – უსაქმურობა, სამუშაოს მუდმივად გადადება და სამყაროსგან თვითიზოლირება, სწორედ დეპრესიითა გამოწვეული.

* გადაჭარბებული თვითკრიტიკა – მონოლოგი საკუთარ თავთან, მუდმივი თვითგვემა და ნეგატიური ფიქრები, დაუკმაყოფილებლობის, იმედგაცრუების და დეპრესიის აშკარა სიმპტომებია.

* გაუთავებელი შოპინგი ინტერნეტით – ინტერნეტით ნივთების შეძენის მანია ძალიან ჰგავს ემოციონალური სიცარიელის შევსებას.

* უყურადღებობა – გაფანტული ყურადღება, გულმავიწყობა და მუდმივად უაზრო გამომეტყველება სახეზე – გონებაში მიმდინარე არასასიამოვნო პროცესებზე მიანიშნებს.

* სასიამოვნო მოუცლელობა – „ადამიანები ხშირად იგონებენ ზედმეტ საქმეებს, რათა თავი აარიდონ მიმდინარე მოვლენების გაანალიზებას. რეალობის ობიექტურად აღქმის და საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შიში კი, დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელია“, – ამტკიცებს ფსიქოთერაპევტი ლატრის მაკნილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები