13:00 საათისთვის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივრია შესული, აქედან 13 საჩივარი ზუგდიდში გახსნილი საარჩევნო უბნებიდან შევიდა. ცენტრალური საარჩევნი კომისიის განმარტებით, საჩივართა უმეტესობა პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.
ამასთან, მარნეულში 68-ე და 49-ე საარჩევნო უბნებზე ორ დამკვირვებელს დაატოვებინეს უბანი, რადგან როგორც ცესკოში ამბობენ ,ისინი კომისიის წევრებს მუშაობაში უშლიდნენ ხელს.
რაც შეეხება 49-ე უბნიგან გამოძევებულ დამკვირვებელს როგორც ცესკო-ში ამბობენ ის “საქართველოს ერთიანი ახალგაზრდა კავშირის” წევრი იყო.