LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულება აშენდება

67

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ამბობს, რომ 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულება აშენდება. როგორც კახი კახიშვილმა  იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა,  შესაბამისი პროექტი უკვე არსებობს.

“იგეგმება და უკვე არის პროექტი 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისათვის ცალკე დაწესებულების აშენება. იმიტომ, რომ საჭიროა მსჯავრდებულების ფილტრაცია. კონკრეტულად ერთი დღე ბიოლოგიურად არაფერს ცვლის ადამიანების ცხოვრებაში. 14-დან 18 წლამდე ადამიანი იმყოფება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის დაწესებულებაში და 18+1 დღე და უნდა გადავიდეს სხვა დაწესებულებაში, ეს, რა თქმა უნდა, ვერ შეუწყობს ხელს მსჯავრდებულების რესოციალიზაციას, ამიტომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულთათვის ცალკე დაწესებულების აშენება, სადაც ამ ასაკის ადმიანებს მიეცემა საშუალება უფრო აქტიურად ჩაერთონ რესოციალიზაციის საკითხებში”, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები