14 დეკემბრიდან მიმოქცევაში 2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები გამოვა.
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ახალი ბანკნოტები გადახდის კანონიერი საშუალება იქნება, 2016 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ წელს გამოშვებული 100 ლარიანების დიზაინი და მახასიათებლებიც იდენტურია.
შეგახსენებთ, განახლებული დიზაინის 100 ლარიანი ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 2016 წელს გამოიტანა. 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, 20 და 50 ლარის კუპიურებთან ერთად განახლდა, რომლებიც მიმოქცევაში ჯერ კიდევ 2016 წლის 1 თებერვლიდან ჩაეშვა.