გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში 14 იანვრიდან ამინდი გაუარესდება.
ამავე ცნობების თანახმად, მოსალოდნელია ტემპერატურის კლება, ქარი და წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში ძლიერი ნალექი.
14 იანვრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი აღინიშნოს. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. მომდევნო დღეებშიც ტემპერატურის კლება და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
რაც შეეხება თბილისს, 14 იანვარს მოსალოდნელია წვიმა და ქარის გაძლიერება.