LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 თებერვალს Xiaomi ახალ სმარტფონს გამოუშვებს

62

კომპანია Xiaomi-ის ინდურმა განყოფილებამ გამოაქვეყნა სარეკლამო თიზერი, საიდანაც ვგებულობთ, რომ 14 თებერვალს ის ახალი მოწყობილობის წარსადგენად ემზადება.

საუბარია Xiaomi Redmi Note 5-ზე, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ტექნიკური მახასიათებლები ექნება, ამას გარდა, მოწყობილობა შესაძლოა ინდური ექსკლუზივიც გახდეს.

ამ ეტაპზე სმარტფონზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მას 12 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა ექნება, ხოლო ეკრანი HD+-ის გარჩევადობის ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები