ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს მე-12 დღეა ეძებენ.
მოზარდის დედა, ნათია დიაკვნიშვილი „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ ოჯახს ხელჩასაჭიდი სიახლე არ აქვს და ალექსანდრეს პოლიცია უწყვეტ რეჟიმში ეძებს:
„სიახლე, ხელჩასაჭიდი არაფერი მაქვს. მოლოდინის რეჟიმში ვარ, ხან საიდან შემომდის შეტყობინება, რომ გადავამოწმო, ხან საიდან, მაგრამ დამთხვევა არ არის“, – ამბობს მოზარდის დედა „ფორტუნასთან“.
ამასთან, ნათია დიაკვნიშვილი შვილს სოციალურ ქსელში მიმართავს:
„ჩემო სიამაყე და მზის სხივო, მჭირდები დე, შენი ჩახუტება მინდა…
ჩემო სუნთქვა, დე, შენ ხომ იცი, რომ შენთვის და შენი ძმებისთვის ყველაფრის გაგება შემიძლია, ზედმეტი კითხვების გარეშე, მოდი ჩემამდე და შენს სუნთქვას გეფიცები, არავინ ზედმეტ კითხვასაც კი არ დაგისვამს, ამის გარანტი მე ვარ, დე. მჭირდები, მოდი და გამიფერადე დღეები, დე. მესამყაროები, დე. შენი ჩახუტება ჩემი წამალია, დე“, – წერს ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაურეკონ ალექსანდრე მიქელაძის დედას, ტელეფონის ნომერზე: 555 105 500
ცნობისათვის, ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.
„პირადი ნივთები და ტელეფონი იპოვეს ზღვის სანაპიროზე“ – ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ
ჩემო სიამაყე და მზის სხივო, მჭირდები დეე, შენი ჩახუტება მინდა…🙏🏽🫂❤️❤️❤️
Posted by ნათია დიაკვნიშვილი on ორშაბათი, 27 იანვარი, 2025