LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

143
არასრულწლოვან]ი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანზე იძალადა და გააუპატიურა“.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული  დამნაშავედ ცნო არასრულწლოვნის გაუპატიურების (სსკ-ის  137-ე მუხლის  მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი)  ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“. – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

mazda magti 5g