14 წლის გიორგი ავაგუმაშვილს, რომელსაც უიშვიათესი დაავადება აქვს, საზოგადოების დახმარება სჭირდება.
გიორგის 7 წლის ასაკში იშვიათი და მძიმედ მიმდინარე დიაგნოზი – ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება დაუდგინდა. აღნიშნული დაავადების დროს, ადამიანის ორგანიზმი ვეღარ ებრძვის ინფექციებს, რაც მის ჯანმრთელობას მუდმივად საფრთხის წინაშე აყენებს.
დღეს, გიორგი კვლავ მკურნალობის რთულ გზას გადის და სტამბოლში, კლინიკა „მემორიალში“ იმყოფება.
გიორგის მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება, მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა – მის წინ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ელის.
საქველმოქმედო ზარი: 0901 000 929 (სელფის და მაგთის ნომრებიდან)
საბანკო ანგარიშები (მიმღები: გვანცა შავთვალაძე, გიორგის დეიდა)
თიბისი ბანკი: GE87TB7907245063600013
საქართველოს ბანკი: GE14BG0000000525255073
