ზუგდიდში, 14 წლის გოგონა, რომელიც 4 დღე დაკარგული იყო, იპოვეს. ინფორმაცია “ფორტუნას” გოგონას დედამ დაუდასტურა.
შეგახსენებთ, მოზარდი 4 დღის წინ გაუჩინარდა. ბოლოს გოგონა მისმა დამ ნახა, რომელიც მაღაზიაში შევიდა, უკან გამოსულს კი ის ადგილზე აღარ დახვდა.
პოლიცია ბავშვს 2 დღის განმავლობაში ეძებდა.