LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„14 წლის გოგოს როგორ უნდა ერქვას ცოლი… შოკი მქონდა ეს რომ გავიგე.. ვერ ვუშველეთ.. კიდევ ერთი ანგელოზი დავკარგეთ“ – ჩინარა კოჯაევა

436
ჩ

„14 წლის გოგოს როგორ უნდა ერქვას ცოლი.. ეს ამბავი რომ გავიგე, შოკი მქონდა.. ვერ ვუშველეთ.. ასე გამოდის. ვერ დავეხმარეთ და კიდევ ერთი ანგელოზი დავკარგეთ,“ – ჩინარა კოჯაევა, რომელმაც არასასურველ ქორწინებას თავი დააღწია იმ შეგრძნებას იხსენებს, როდესაც 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის ამბავი გაიგო.

როგორც ჩინარა იხსენებს, ამ ამბავმა წარსულში, საკუთარი მდგომარეობა გაახსენდა.

„რა ვიცით, როგორი ოცნებები ჰქონდა, როგორი სურვილები ჰქონდა.. ჩემი თავი გამახსენდა მაგ დროს..

დღეს ცოცხალი ვარ იმიტომ, რომ გადავრჩი, მე ჩემი თავი გადავარჩინე.

14 წლის ასაკში სკოლაში ძალიან ნიჭიერი ბავშვი ვიყავი, ყველა დღესასწაულში ვიღებდი მონაწილეობას, ვოცნებობდი, რომ ოდესმე სოფლიდან გავიდოდი, რადგან მარნეულის და თეთრიწყაროს გარდა არსად ვიყავი ნამყოფი.

მინდოდა ჩემი ცხოვრება მქონოდა, გავმხდარიყავი პოლიციელი და სხვებს დავხმარებოდი.

„მთელი სოფელი მაბრალებდა, ეს ის გოგოა, მამა რომ დააჭერინაო.. რთული გზა გავიარე და არასოდეს დავნებდები. მიზნებს მივაღწევ, უფრო მეტ გოგოს დავეხმარები“ – რას ჰყვება გოგო, რომელიც 14 წლის ასაკში იძულებით დანიშნეს

„14 წლის ბავშვი ცოლი ვერ იქნება, ბავშვია.. ჩვენ ჯერ თოჯინებით ვთამაშობდით და თითებზე ბეჭედი გვეკეთა, იმიტომ, რომ დანიშნული ვიყავით ან ზოგი გათხოვილი იყო.“

14 წლის ასაკში, ჩემ თვალწინ იმდენი გოგო გაათხოვეს.. ვგრძნობდი რომ ეს არასწორია: „გუშინ თოჯინებით ვთამაშობდით ერთად.. ანუ აღარ იქნება ჩემთან, ვეღარ ვითამაშებთ?“ ასეთი რეაქცია მქონდა..

როცა გავიგე, რომ ჩემი ნების წინააღმდეგ დამნიშნეს, პროტესტი მქონდა. პირველად ქართულის მასწავლებელს ვთხოვე დახმარება.. შემდეგ შემთხვევით მეჩეთში გავიცანი ჟურნალისტი ქორწინებამდე 1 კვირით ადრე.. მას დავუკავშირდი მიშველე-თქო..

სწორედ მან მიმართა სახალხო დამცველის აპარატს და შემდეგ უკვე შსს-ც ჩაერთო ამ საქმეში.

რთული იყო ოჯახის მიტოვება, 17 წელი გავატარე იმ სოფელში..

მე არ მინდოდა მამაჩემი ციხეში ჩაესვათ, მე მსურდა საკუთარი თავის გადარჩენა.. მამაჩემი ბოლოს მიხვდა, ინანა..

დღეს დამოუკიდებლად ვარ, რაც არ უნდა გადავიტანო, ეს იმას არ ნიშნავს რომ დავნებდები.

ჩავაბარე სამართლის ფაკულტეტზე, უსამართლობას ვერ ვიტან..

მინდა რომ თავშესაფარი გავხსნა, დავეხმარო გოგონებს, ქალებს და ბავშვებს, მინდა ჩემი იმედი ჰქონდეთ.. ეს არის ჩემი ოცნება,“ – ამბობს ჩინარა კოჯაევა.

ცნობისთვის, სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ზუსტად 14 წლის იყო, როდესაც ოჯახმა მისი გათხოვება გადაწყვიტა, ჩინარა ორჯერ შეეწინააღმდეგა მშობლების გადაწყვეტილებას.

„ამ გოგოების დედებიც მეცოდებიან, იმასაც რომ ვერ ხვდებიან საკუთარ შვილებს რას უშავებენ“ – რას წერს თეონა ბაღდავაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g