შემთხვევა ავსტრალიურ ქალქ პერტში მოხდა. Subaru Forester-ით გაპარული მოზარდი პოლიციელთაგან დამალავას ცდილობდა და ამ დროს ორი ავტომობილი დაამტვრია.
ღამით ქალაქის ქუჩებში პატრულირების დროს პოლიციელებმა მოპარული თეთრი „სუბარუ“ შეამჩნიეს. საჭესთან მოზარდი იჯდა და როდესაც მან პოლიციელები შეამჩნია, მაშინვე მიმალვა სცადა. ოფიცრები კროსოვერს დაედევნენ, ბიჭმაც გადაწყვიტა წინააღდეგობა გაეწია და საპატრულო Toyota Hilux-ს მთელი ძალით დაეჯახა.
როგორც აღმოჩნდა, „სუბარუ“ საკმაოდ ძლიერი ავტომობილი ყოფილა და ავარიის შემდეგ გამტაცებელმა გაქცევა კიდევ სცადა. თუმცა, მართვა დაკარგა და იქვე დაპარკინგებულ კროსოვერ Lamborghini Urus-ს დაეჯახა. ამის შემდეგ 14 წლის მოზარდი მანქანიდან გადმოვიდა და გაპარვას შეეცადა, თუმცა ის მალევე დააკავეს. ყვითელი „ურუსი“ სერიოზულად დაზიანდა, კროსოვერს წინა კარი და მარჯვენა „ფრთა“ დაემტვრა.