პირველად, კარიერის განმავლობაში, კაილი მინოუგი სოლო პროექტით, ,,გლასტონბერზე” წარსდგება. ინფორმაცია ამის შესახებ, თავად ავსტრალიელმა ვარსკვლავმა გაახმოვანა.
50 წლის მომღერალმა ,,ინსტაგრამზე” ფესტივალის საიმიჯო ფოტო გამოაქვეყნა და თაყვანისმცმელებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
,,აღელვებული გაცნობებთ, რომ 30 ივნისს, ,,გლასტოზე” გამოვალ. პირველად, ფესტივალზე 14 წლის წინ უნდა წარვმსდგარიყავი. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას”.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ მოვლენაზე კაილის 2005 წელს უნდა ემღერა, თუმცა მაშინ, ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი შემსრულებლის საღამო ვერ შედგა. მიზეზი მკერდის კიბო იყო, რომელიც ,,გრემის” მფლობელმა მუსიკოსმა, ქიმიოთერაპიის რვათვიანი კურსის შედეგად დაამარცხა. ,,გლასტონბერის ფესტივალი” 26-30 ივნისს, პილტონში გაიმართება.