„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, თამაზ ლოხიშვილი Podcast კოსტა სანიკიძის „მთვრალი ხომალდის“ პირველი სტუმარი იყო, სადაც განვლილი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
„მე ჩემი განვლილი ცხოვრება არ მავიწყდება. 14 წლის ვიყავი, როდესაც ბებოსთან ერთად თურქეთში თხილის საკრეფად გადავედი. არ მეთაკილებოდა და არც ახლა მეთაკილება. დამოუკიდებელი ცხოვრება მიყვარს. ბავშვობიდან მე და ჩემი ძმა მშობლებს გვერდით ვედექით. ჩვენი ოჯახი სოფლის მეურნეობას ძალიან მისდევდა.
ერთ-ერთ კომპანიაში, ძალიან დაბალ პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. ვიყავი კონსულტანტი და ჩემი მიზანი იყო, რომ მაღალ საფეხურზე ავსულიყავი. ბოლოს, ხორცპროდუქტების განყოფილების ხელმძღვანელი ვიყავი. ცხოვრება კიბეა, ხან ახვალ და ხან ჩამოხვალ, მთავარია, შრომა არ გეზარებოდეს”, – საუბრობს თამაზა.