სარფში სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს. ინფორმაციას “შემოსავლების სამსახური” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 1400 ღერი სიგარეტი, 20 კილოგრამი თამბაქო და სხვადასხვა დასახელების 43 ფლაკონი მედიკამენტი გამოვლინდა.
“საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.