LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად დაშავებული 53 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ძლიერი ქარი ბათუმში

ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად დაშავებული 53 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაშავებულ მამაკაცს თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ტრავმები აქვს მიღებული და კლინიკა “მედცენტრში” არის მოთავსებული.

ზაალ მიქელაძის თქმით, დაშავებული მამაკაცი ბათუმის მერიის თანამშრომელია.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მინისტრის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“53 წლის მამაკაცს თავის არეში მძიმე ტრავმა აქვს მიყენებული. მას პრაქტიკულად გულკერდის, მუცლის და თავის ტვინის დახურული ტრავმა აქვს მიღებული. მამაკაცს გვიან ღამით ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობა მძიმე რჩება”,- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

გუშინ, ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები