LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15-16 ნოემბერს გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

76
pic

15-16 ნოემბერს გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება.

ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 15 ნოემბრის 23:00-დან 16 ნოემბრის 02:00-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 16 ნოემბრის 02:00-დან 05:00-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g