მოდელ თიკო ჩხეიძესა და ნუკრი რევიშვილს უფროსი ქალიშვილი რამდენიმე წლის წინ თბილისში, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაეცვალათ. გოგონა 9 წლის იყო.
თიკოს მეგობარი, ირინა ონაშვილი გარდაცვლილ გოგონას იხსენებს და წერს, რომ დრო ვერაფერს კურნავს.
„15 აგვისტო… ჩვენი ტატა გაგვიფრინდა სამუდამო სასუფეველში, დრო ვერაფერს კურნავს, სულ ჩემ გულში იქნები“, – წერს ირინა ონაშვილი.
ფოტო: „ეს ტატას სახელზე აშენებული ტაძარია, მადლობა უფალს, მისი დასრულებისთვის“ – თიკო ჩხეიძე