LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15%-ით შემცირებული მგზავრთნაკადი დედაქალაქში – რამ გამოიწვია თბილისის აეროპორტში კლება?

130
19983904-1294241480673309-8391225039080120449-o

2019 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 4,555,673 მგზავრს მოემსახურა, რაც 4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 4,362,002 მგზავრი).

რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, მგზავრთნაკადის ზრდა თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 284,442 მგზავრს მოემსახურა, რაც 15%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 335094 მგზავრი ). შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის -1% კლებაა 10 თვის ჭრილშიც. აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 3,255,965 მგზავრს მოემსახურა (2018 წელი 3,286,344 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2019 წლის ოქტომბერში 44% გაიზარდა და 89,232 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 62,000 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის მონაცემებს, იანვარ-ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  719,324 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40% მეტია. (2018 წელი 512,386 მგზავრი).

2019 წლის ოქტომბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 47,536 მგზავრმა ისარგებლა,  რაც 13 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 41,980 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის ჭრილს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა და 571,629 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 555,693 მგზავრი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პროგნოზით, თბილისის აეროპორტში ათ თვეში 12 % ზრდის მოლოდინი იყო, ბათუმის აეროპორტში კი 15 %-იანი ზრდის. ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, სადაც არსებული მაჩვენებლები და მოლოდინები ერთმანეთს ემთხვევა –  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია, რადგან ამ აეროპორტს რუსული ავიასანქციები ფაქტობრივად არ შეხებია. 2019 წლის 8 ივლისამდე ქუთაისიდან მოსკოვის მიმართულებით ერთადერთი ავიაკომპანია ,,ურალი” დაფრინავდა.

საშუალო ხელფასი 2600 დოლარიდან - ავიაკომპანია Emirates საქართველოში თანამშრომლებს ეძებს

გაიგეთ, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ იმისთვის, რომ არაბულ ავიაკომპანიაში დასაქმდეთ

ზრდა შეინიშნებოდა ადგილობრივ აეროპორტებში:

მესტიის აეროპორტი 10 თვეში 7,086 მგზავრს მოემსახურა, რაც 15% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 6,151 მგზავრი). ოქტომბრის თვეში მესტიის აეროპორტით 852 მგზავრმა ისარგებლა, რაც  5 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 810  მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში 1669 მგზავრმა ისარგებლა, რაც 17% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1,428 მგზავრი). რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, ოქტომბერში ამბროლაურის აეროპორტი 222 მგზავრს მოემსახურა, რაც 40 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 159 მგზავრი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g