საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 15 მარტიდან შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი იწყება:
- მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები;
- უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში;
- განახლდება სასკოლო წრეების მუშაობა;
- თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1-ლი აპრილიდან შეძლებენ.
ძალაში რჩება ე.წ. კომენტანტის საათი, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს, სპეციალური საშვის გარეშე, ეკრძალებათ გადაადგილება 21.00 სთ-დან 05.00 სთ-მდე.