მექსიკის ქალაქ გვადალახარაში სეტყვის შედეგად 6 საცხოვრებელი უბანი 1.5 მეტრიანი ყინულის საფარის ქვეშ მოექცა.
დაზარალებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სეტყვამ სრულად დაფარა ასეულობით მანქანა, ახლომდებარე სოფლებში კი წყალდიდობებია.
შტატის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ამ მოვლენით მტკიცდება, რამდენად რეალურია კლიმატის ცვლილებები.