ჟურნალისტმა კოკა კვირკველიამ „პალიტრა მედია“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია და როგორც თავად აღნიშნავს, 15-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ რთული გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა წერს, რომ ამის „დრო მოვიდა“.
„15 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ხვალიდან უკვე არ ვიქნები პალიტრა მედიის თანამშრომელი. რთულია ამდენი წლის მუშაობის შემდეგ ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ დრო მოვიდა.
მოკლედ, ვტოვებ სამივე პლატფორმას, ტვ-რადიო-ვებს ყველა პოზიციაზე.
წარმატებებს ვუსურვებ ძალიან კარგ ხალხს, ვინც აქ რჩება.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემას ვერ გადავფარავ მაგრამ ასეთი ამბავია ჩემთან.
15 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ხვალიდან…
Posted by Koka Kvirkvelia on პარასკევი, 01 სექტემბერი, 2023
მადლობა, თქვენ ბევრი საინტერესო საერთო საქმისთვის და ამდენწლიანი ურთიერთობისთვის,“ – წერს ჟურნალისტი.