LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წლის გოგონა, რომელსაც სხეული 90 წლის ქალის აქვს (ვიდეო)

523

კოლუმბიელი მაგალი გონზალეს სიერა მხოლოდ 15 წლის არის, თუმცა მისი სხეული და ორგანოები 90 წლის ქალისას ჰგავს. მაგალის პროგერია აქვს, ამ დაავადებით ადამიანები, როგორც წესი, 13 წლამდე ცოცხლობენ და ექიმებს უკვირთ, რომ მაგალი უკვე 15 წლისაა.

გოგონას დაბადების დღე დაახლოებით 1 კვირის წინ ჰქონდა ეს დღე ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მაგალისთან ერთად გრანდიოზულად აღნიშნეს.

დედამ გოგონა საგანგებოდ გამოაწყო და მაგალის საკუთარი თავი ძალიან მოეწონა.

„ძალიან იტანჯება, მაგრამ ძლიერია,“ – ამბობს მაგალის 35 წლის დედა.

გოგონას დაავადების პირველი სიმპტომები 10 თვის ასაკში გამოავლინდა, კანი გაუმუქდა და გახდამ შენდეგ კი თმა და წარბები გასცვივდა.

პროგერია გენეტიკური დაავადებაა, რომელიც 8 მილიონიდან ერთს ემართება.

https://www.youtube.com/watch?v=SGv9Q2d3Ygk

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები