LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წლის გოგოს ბიძა წლების განმავლობაში სექსუალურად ავიწროებდა, ემიგრანტი დედა შესაბამის რეაგირებას ითხოვს – რა წერია ბიძის მიმოწერაში, რომელიც „რუსთავი 2“-მა მოიპოვა

480
არასრულწლოვანზე ძალადობა

15 წლის გოგოს ბიძა წლების განმავლობაში სექსუალურად ავიწროებდა, ბებიამ კი ყველაფერი იცოდა და მოზარდს გაჩუმებას აიძულებდა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ყველაფერი მაშინ გაირკვა, როდესაც გოგონა ემიგრაციაში მყოფ დედასთან ჩავიდა და ბიძის საზარელი დანაშაულის შესახებ უამბო.

„თუ ბავშვი უცნაურად იწყებს სექსუალურ თემებზე საუბარს, არ მოუყრუოთ, ის შეიძლება, საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობდეს“ – ბაია პატარაია

„ბავშვს არ უნდა ჰქონდეს მშობლის შიში და არ უნდა თქვას, მე თუ ამას ვიტყვი დედა ან მამა დამსჯის. “

ახალგაზრდა ქალი „რუსთავი 2“-ს ღიად უყვება, თუ როგორ აღმოჩნდა მისი არასრულწლოვანი შვილი ბიძის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.

გოგონა 15 წლის იყო, როდესაც მასზე ძალადობა დაიწყო. რესპონდენტი ჰყვება, რომ ბიძა, რომელიც მამის ოჯახს ხშირად სტუმრობდა, მოზარდს ეროტიკული შინაარსის ვიდეოებს უგზავნიდა და სქესობრივ კავშირზე დათანხმებას ცდილობდა.

ბავშვმა მოძალადისგან თავის დაღწევა რამდენჯერმე შეძლო. მომხდარის შესახებ კი მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ემიგრაციაში მყოფ დედასთან ჩავიდა და თავი უსაფრთხოდ იგრძნო.

ბათუმის სასამართლომ შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 40 წლამდე მამაკაცი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის გადაწყვეტილებით, სხდომა არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, დაიხურა.

ბიძის მხრიდან მოზარდის შევიწროებას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. დედა ჰყვება, რომ ფაქტის შესახებ ცნობილი იყო ბებიისთვის, რომელმაც არასრულწლოვან გოგონას ორი წლის განმავლობაში გაჩუმება აიძულა. მამის ოჯახმა ფაქტზე გამოძიების დაწყება საჭიროდ არ ჩათვალა.

„რუსთავი 2“ მამის ოჯახის საცხოვრებელ მისამართზე მივიდა და შეეცადა გაერკვია, ვინ აიძულა ძალადობის მსხვერპლ მოზარდს ფაქტი არავისთვის მოეყოლა.

გავრცელებულ სიუჟეტში ბებია მედიას სავარაუდო დანაშაულს უდასტურებს და არც იმას უარყოფს, რომ მომხდარის შესახებ იცოდა.

ქალი ამბობს, რომ ბავშვის ბიძას პირადად გაუსწორდნენ.

ბათუმში მამამ 13 წლის შვილი გააუპატიურა

სავარაუდო მოძალადე „რუსთავი 2-ის“კამერას დაემალა. ოჯახის წევრები მომხდარს უარყოფენ და არც ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს ადასტურებენ. ჟურნალისტის კითხვამ მათი გაღიზიანებაც გამოიწვია.

ოჯახი უარყოფს, თუმცა „რუსთავი 2“-მა მოიპოვა მიმოწერა, სადაც ბიძა მოზარდის სექსუალურ შევიწროებას პირადად ადასტურებს.

„ვის რა პასუხი უნდა გავცე. ყველაზე მეტად ვიცი რა არაადამიანიც ვარ, არაკაციც. ამის მერე, სიკვდილზე მეტს არაფერს არ ვიმსახურებ.

გამოვსირდი და არაადამიანური გავაკეთე. ვეღარ გამოვასწორებ ამ ყველაფერს. ვერავის ვერ ვუყურებ ისე, როგორც ადრე“, – აღნიშნულია ბიძის მიმოწერაში.

„გაუპატიურების შესახებ მეგობარს უამბო.. მინიმალური კონტაქტი ჰქონდა დედასთან“ – რა ინფორმაცია ვრცელდება 13 წლის ბავშვთან დაკავშირებით, რომლის გაუპატიურების ბრალდებითაც მამა დააკავეს

მტკიცებულებების მიუხედავად, ფაქტის შესახებ პოლიციისთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს. უცხოეთში, სამუშაოდ მყოფი დედა სამართალდამცველებისგან შესაბამის რეაგირებას ახლა ითხოვს.

 

 

 

 

 

პოპულალურები