LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

126
თანადაფინანსება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთორმეტე რაუნდის გამარჯვებულად 20 სტარტაპი დასახელდა:

  • Cardiostim – უსადენო, დამუხტვადი იმპლანტირებადი „პეისმეიკერი“,  რომელიც პაციენტის გულის რითმს გააკონტროლებს.
  • Helio.AI – რეკრუტინგის ჭკვიანი სისტემა, რომელიც რითეილ კომპანიებს პროცესების ავტომატიზაციასა და საუკეთესო კანდიდატების სწრაფად შერჩევაში თამაშით ეხმარება.
  • BestRooms – მობილური აპლიკაცია, რომელიც დაჯავშნის ტრადიციულ მიდგომებს ცვლის და ორიენტირებულია იმავე დღეს ან რამდენიმე დღით ადრე გადაწყვეტილ ჯავშნებზე.
  • Gakvetilo.ge – არაფორმალური განათლების ონლაინ პლატფორმა 11-17 წლის მოზარდებისთვის, რომელიც ნებისმიერი ადგილიდან ინტერაქციული და სტრუქტურულად გამართული კურსების საშუალებით ხელს უწყობს ბავშვების ცხოვრებისეული და ემოციური უნარების განვითარებას.
  • SOS auto – სასწრაფო საგზაო დახმარების აპლიკაცია შენი ავტომობილისთვის ევაკუატორის და ავტო ასისტანსის გამოსაძახებლად.
  • MedAdvisor.pro – პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ, სხვა მომხმარებლების გამოცდილების, მდებარეობის, ფასის და სხვა პარამეტრების საშუალებით მოძებნოს, აირჩიოს და დაგეგმოს სამედიცინო ტური, მიიღოს ონლაინ კონსულტაცია და ჰყავდეს სამედიცინო მრჩეველი.
  • Vynity – პლატფორმა B2B მომხმარებლებს ჰიდროელექტროსადგურების საათობრივი გამომუშავების ანალიტიკასთან პირდაპირი წვდომისა და საპროგნოზო საათობრივი გამომუშავების საშუალებას აძლევს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.
  • Ripple –  ჩაღრმავებული ინტერვიუების ანალიზის AI პლატფორმა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებსა და პროდუქტის გუნდებს პროდუქტების ეფექტურად გატესტვის და მომხმარებლის ქცევისა და სტრატეგიული არტეფაქტების დაგენერირების შესაძლებლობას აძლევს .
  • Xpos –  სტარტაპი ამარტივებს და მობილურ ტელეფონში აერთიანებს გაყიდვების სრულ პროცესს, მათ შორის საბანკო გადახდებს, ელექტრონულ კომერციას, მიწოდების პლატფორმებს და ლოიალურობის მართვის პროგრამას.
  • Bid-Pilot – სტარტაპი გენერალურ კონტრაქტორებსა და უძრავი ქონების დეველოპერებს სამშენებლო წინადადებების მომზადებისა და მართვის შრომატევადი და რთული პროცესის გადაჭრაში ეხმარება. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პლატფორმა სამშენებლო გეგმებს სწრაფად აქცევს სატენდერო მოწვევად, ავტომატურად ამოიცნობს სატენდერო პაკეტებს ნახაზებში და ეხმარება სატენდერო პროცესის ეფექტურად წარმართვას.
  • Skippit – ვერტიკალური ERP მცირე და საშუალო ზომის პროფესიული სერვისების პროვაიდერი ორგანიზაციებისთვის მმართველ გუნდს საშუალებას აძლევს გამართოს ოპერაციების მენეჯმენტი მსხვილი ორგანიზაციების მსგავსად ისე, რომ ადმინისტრაციული გუნდი არ გაიზარდოს.
  • Dispato – ლოჯისტიკის ოპტიმიზაციის ავტომატური ბოტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მანქანების გადამზიდავ კომპანიებს ეხმარება რადიკალურად შეამცირონ „დისპაჩინგზე“ დახარჯული დრო და თანხები.
  • #CatchClicker – პირველი ციფრული გაჯეტი მეთევზე სპორტსმენებისთვის და მოყვარულებისთვის, რომელიც მათ ვარჯიშების გაანალიზებასა და ტურნირებში გამარჯვებაში ეხმარება.
  • Wenroll – სასწავლო აპლიკაცია მომხმარებელს გზად სწავლის გამოცდილებას სთავაზობს პერსონალიზირებული მასტერკლასების სახით, რომელსაც დარგის წამყვანი სპეციალისტები ადგილობრივ ენაზე წარმოადგენენ.
  • JAVIC – პროექტის ფარგლებში შეიქმნება CARFAX-ის ქართული ანალოგი, რომლითაც ნებისმიერ ავტომფლობელს ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს საკუთარი ავტომობილის ელექტრონული ჟურნალი ადგილობრივად გატარებული ავტორიზებული სერვისების ასახვით.
  • KidNest – ბაღის მენეჯმენტ სისტემა, ადმინისტრაციული პროცესის ავტომატიზირებით, აღმზრდელებს ბავშვზე მეტად ფოკუსირების საშუალებას აძლევს, მშობლებს კი განახლებებს რეალურ დროში აწვდის.
  • ProcureMed – პროექტის ფარგლებში შეიქმნება საავადმყოფოებისთვის ღირებულების ანალიზისა და შესყიდვების პროგრამა. ინოვაციური ინსტრუმენტი მიზნად ისახავს ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებასა და ჯანდაცვის მიწოდების ჯაჭვის მართვისა და მარაგების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებას.
  • RADIUM – სამედიცინო რადიოლოგიური ინფორმაციის მართვის სისტემა, რომელიც AI – ისა და cloud ტექნოლოგიების გამოყენებით კლინიკებს პაციენტის დიაგნოსტირებასა და სამედიცინო ინფორმაციის დამუშავებაში ეხმარება. 
  • sait – „ონლაინ სამოგზაურო აგრეგატორი“, რომელიც აადვილებს ავიახაზების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, მატარებლებისა და კერძო ტრანსფერების ბილეთების მოძიებას, შედარებას და შეძენას სატრანსპორტო პროვაიდერების ერთ ონლაინ სივრცეში ინტეგრირებით.
  • Altera Audit – პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი საგადასახადო რისკების შეფასებასა და საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების ალბათობის განსაზღვრაში ეხმარება, ამასთან, გამოვლენილი რისკების მინიმიზაციისთვის ექსპერტულ რეკომენდაციებს სთავაზობს.

გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორებით (მარვინ ლიაო, ზაზა ფაჩულია, აიუშ პუმბრა, ბილ რაიჰართი, ჰილა ოვილ-ბრენერი) იყო დაკომპლექტებული.

აღნიშნული პროგრამის მიზანი საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირებაა.

თანადაფინანსების გრანტები დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g