LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა: ცესკო

31
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 15 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა, რაც 664 573 ამომრჩეველს შეადგენს.

მათივე ცნობით, ამომრჩევლის აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება და 45,4%-ია. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ისევ მცხეთა-მთიანეთშია 26,9%.

„თბილისში ამომრჩევლის აქტივობა 30,8%-ს შეადგენს, რაც ჯამში 308 856 ამომრჩეველია.

ოლქების მიხედვით დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა 34,2% დიდუბეშია, ყველაზე დაბალი 27,4% ისანში“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g