32 წლის პლუს ზომის მოდელი, თავისი ეპატაჟურობით არის ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა 155 კილოგრამს იონის, ის საერთოდ არ ერიდება თეთრეულში გადაღებული ფოტოების ინტერნეტში განთავსებას. ტესი უკვე დიდი ხანია ბოდიპოზიტივის მოძრაობის ენერგიული აქტივისტია და ყველა არასტანდარტული ფიგურის ქალბატონს მოუწოდებს, უყვარდეთ თავიანთი სხეული.
ამჯერად მოდელმა საღამოს კაბების კოლექცია ბრენდ Еloquii-სთან ერთად გამოუშვა და ხაზს NOIR collection დაარქვა. ტესმა კოლექციის რამდენიმე მოდელი უკვე წარმოაჩინა. მოდელის გამომწრებმა უკვე განაცხადეს, რომ ოცნებობენ, თუ როდის შეიძენენ ასეთ სამოსს.

