დიდი ქართველი ქორეოგრაფისა და მოცეკვავის ილიკო სუხიშვილის 115 წლის იუბილე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში „სუხიშვილების“ კონცერტებით აღინიშნება. ღონისძიებები 16 და 17 აპრილსაა ჩანიშნული. კონცერტებზე წარმოდგენილი იქნება ანსამბლის კლასიკური პროგრამა, ორ განყოფილებად.
საიუბილეო საღამოზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება. ბილეთების ფასი 30 ლარიდან იწყება.