LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16-19 სექტემბერს დღის საათებში სოფ. სასადილო-სოფ. შუამთის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

126
saaavt

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 (სოფ. სასადილო-სოფ. შუამთა) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. რის გამოც, 2024 წლის 16 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ყოველ-დღე 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. ხოლო, 20 სექტემბერს 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე.  დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გამოყენებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g