LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 მილიონი 4 ახალი პროექტისთვის – ვინ ააშენებს სასტუმროებს კურორტ გოდერძიზე

86

კურორტ “გოდერძიზე” 16 მილიონი ლარის 4 ახალი საინვესტიციო პროექტი იწყება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კურორტ „გოდერძიზე“ დამატებით 4 საინვესტიციო პროექტის დაწყების შესახებ ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

4 ახალი საინვესტიციო პროექტი ითვალისწინებს 15 მლნ 790 ათასი ლარის ინვესტიციას, რომლის ფარგლებშიც 254 სასტუმრო ნომერი აშენდება.სასტუმროების მშენებლობის პროცესში 360, ხოლო დასრულების შემდეგ 75 ადგილობრივი დასაქმდება.

ახალი საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალი ასეთია:

  1. შპს “ნიუ გოდერძი” – 4 000 000 ლარი ინვესტიცია,100 ნომრიანი სასტუმრო, მშენებლობის პროცესში 70, მშენებლობის დასრულების შემდეგ -15 ადამიანი დასაქმდება.
  2. შპს “გთემ გროუპი”- 4 500 000 ლარი ინვესტიცია, ტბის მოწყობა და 14 კოტეჯის ამოქმედება, მშენებლობის პროცესში 60, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ-20 ადამიანი დასაქმდება.
  3. შპს „ARINA’S PLACE” -1 200 000 აშშ დოლარი ინვესტიცია, 15 კოტეჯი (ჯამში 32 ნომრიანი), მშენებლობის პროცესში 30, მშენებლობის დასრულების შემდეგ-15 ადამიანი დასაქმდება.
  4. შპს “ნიუ თაიმ” – 1 500 000 აშშ დოლარი ინვესტიცია, 90 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, მშენებლობის პროცესში 200, მშენებლობის დასრულების შემდეგ – 25 ადამიანი დასაქმდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ კურორტ “გოდერძის” ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. უკვე დასრულდა პრივატიზების ერთი ეტაპი. ამ ეტაპზე კურორტზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს:

►ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარი

►500 ახალი სამუშაო ადგილი

►435 განთავსების ადგილი

✔კურორტის განვითარება განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში ხორციელდება.

✔გოდერძის სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია.

✔ყველაზე მაღალი სადგური კი ზღვის დონიდან 2366 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g