16 წლის გოგონა, რომელიც თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა.
შემთხვევა თემქაზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. ის მიღებული ტრამვებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გოგონა მკურნალობას ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.