LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 წლის გოგოს მოტაცებისთვის 3 პირი დააკავეს

404
დაკავება

არასრულწლოვნის მოტაცება და სამი დაკავებული – 19 წლის ბიჭმა ორ თანამზრახველთან ერთად 16 წლის გოგო ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა. 

შემთხვევა ხულოს რაიონში მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებმა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და სამივე პირი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიები ცნობით, ერთ-ერთმა მათგანმა ორ პირთან ერთად ხულოში, ცოლად შერთვის მიზნით,

თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2003 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს და ავტომანქანით წალკის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით წაიყვანა.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დაკავებულებს  7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g