LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 – 19 დეკემბერს თბილისში გაიმართება კონცერტები ციკლიდან „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“

559
ელისო ვირსალაძე

კლასიკური მუსიკის ცენტრი (სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე), საქართველოს კულტურის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“.

17 დეკემბერს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში ჩატარდება კამერული მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხათუნა კოკოჩაშვილი (ფორტეპიანო), ლელა მჭედლიძე (ვიოლინო), გიორგი ქობულაშვილი (ჰობოი), მარიამ ჩიკვაიძე (ალტი) და სევაკ ავანესიანი (ჩელო). 19 დეკემბერს ეროვნულ სასახლეში გაიმართება საფორტეპიანო მუსიკის საღამო ირმა გიგანის მონაწილეობით.

პროექტი „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“ ცენტრმა პირველად 2018 წელს განახორციელა. დედაქალაქის სხვადასხვა სივრცეში ამ წლების მანძილზე არაერთი მუსიკალური საღამო გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობდნენ მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: ბრიუსელის დედოფალ ელისაბედის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები – მათ შორის, მევიოლინეები ევა რაბჩევსკა და ჯულია პუსკერი, ასევე, ტრიო „გაონი“ გერმანიიდან, მევიოლინე კოლია ბლახერი, პიანისტი დანგ ტაი შონი (ვიეტნამი-კანადა), თბილისის ქალთა გუნდი, გერმანიაში მოღვაწე დირიჟორი და ფლეიტისტი არიელ ცუკერმანი, მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე, გეზა ანდას სახელობის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ამერიკელი პიანისტი ენდრიუ ტაისონი,  მეცო სოპრანო ტიფანი აბანი, პოლონეთის ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრი, არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული შიმონ ნერინგი და სხვები.

პროექტის მხარდამჭერები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორია, ეროვნული სასახლე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რადიო „ფორტუნა“, პორტალი AT.ge.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ, ვებ-გვერდზე: www.biletebi.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g