საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ0-კმ7 (საჯავახო-ნოღა) მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების წარმოება, რის გამოც, 2025 წლის 17, 18 და 19 ივლისს, ყოველდღიურად, 08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.