LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 მაისს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

116
cms-image-000025364

შინაგან საქმეთა სამინისტრო 17 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით ამ დღეს დედაქალაქში სხვადასხვა ადგილზე გაიმართება აქციები.

შსს აცხადებს, რომ პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. 

ლგბტ თემი შეკრებას 17 მაისის ნაცვლად ივნისში გეგმავს

შეკრება 18-23 ივნისის კვირაში გაიმართება. 

„ადამიანის უფლებების დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სამინისტრო იცავს გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის პოლიტიკური და სხვა შეხედულების, სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნის მიუხედავად,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სამინისტრო მოუწოდებს ღონისძიებების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g