17 მარტს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (ლადო გუდიაშვილის #7), HR hub–ის ორგანიზებით, დასაქმების ყოველწლიური ფესტივალი გაიმართება, სადაც 20-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ HR Hub-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ანა ნავდარაშვილმა ისაუბრა:
ღონისძიებაზე, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება, კანდიდატებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოს და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს.
ფესტივალის სტუმრებს ადგილზე დახვდებათ რეკრუტინგის და კარიერული განვითარების ექსპერტი საერთაშორისო გამოცდილებით, რომელიც მათ მისცემს კარიერულ რჩევებს, რაც გასაუბრების წარმატებით გავლაში დაეხმარებათ.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
