LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 წლიანი თანაცხოვრებისა და 4 შვილის შემდეგ, კონორ მაკგრეგორი ვატიკანში დაქორწინდა – ფოტოები მილიონ ევროიანი ქორწილიდან

440
page

12 დეკემბერს UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა თავისი მრავალწლიანი პარტნიორი დი დევლინი ცოლად შეირთო. ინტერნეტში ქორწილის პირველი ფოტოები და დეტალები გავრცელდა.

Us Weekly-ის ინფორმაციით, 37 წლის სპორტსმენის ქორწილი დაახლოებით 1 მილიონი ევრო დაჯდა. ცერემონია ვატიკანში, ისტორიულ ეკლესიაში, Santo Stefano degli Abissini გაიმართა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მაკგრეგორმა აღნიშნა, რომ ვატიკანში ცერემონიის გამართვის ნებართვის მიღება რთული იყო, თუმცა, წყვილი სხვა ვარიანტებს არც განიხილავდა.

„ჩვენი ოჯახი ღრმად მორწმუნეა და ვატიკანზე უფრო წმინდა ადგილი არ არსებობს. მჯერა, რომ იესომ მოგვიყვანა აქ ამ დღეს. მადლიერები ვართ იმ გამონაკლისისთვის, რომელიც ჩვენთვის დაუშვეს“, – განაცხადა მაკგრეგორმა.

ოფიციალური ნაწილის შემდეგ, ახალდაქორწინებულები თეთრი Rolls-Royce-ით გაემართნენ საქორწილო ბანკეტის ადგილას, რომში მდებარე უძველეს სასახლეში Castello di Torcrescenza. გზად წყვილი რამდენიმე თვალწარმტაც ლოკაციაზე შეჩერდა რომანტიკული ფოტოსესიისთვის. სტუმრებს შორის იყვნენ მეგობრები, ნათესავები და წყვილის ოთხივე შვილი.

შეგახსენებთ, კონორ მაკგრეგორი და დი დევლინი უკვე 17 წელია ერთად არიან. მათ 2008 წელს დუბლინის ღამის კლუბში გაიცნეს ერთმანეთი, სადაც დევლინი მიმტანად მუშაობდა. იმ პერიოდში მაკგრეგორი სპორტში პირველ ნაბიჯებს დგამდა და პარალელურად სანტექნიკოსად მუშაობდა. წყვილმა ერთად გაიარა სპორტსმენის კარიერის რთული გზა, დევლინი კონორს მხარს უჭერდა ყველაზე სკანდალურ პერიოდებშიც.

აზალია ბენკსმა კონორ მაკგრეგორს „ნუდი“ გაუვრცელა – ლეგენდარული მებრძოლი დიდ სკანდალში ეხვევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები