LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„17 წლის გოგო უმძიმესი განაჩენით ელოდება სიკვდილს… ზამთარ-ზაფხულ სოლარიუმში ირუჯებოდა…“

20974
Capture

მარიამ სირბილაძე, გოგონა, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, საკმაოდ აქტიურ კამპანიას ეწევა სოციალურ ქსელში სოლარიუმების წინააღმდეგ. ახლახან მარიამმა დაწერა ერთი შემთხვევის შესახებ, როცა სოლარიუმში აქტიური საირულის გამო 17 წლის გოგონას მელანომას დიაგნოზი დაუსვეს. გთავაზობთ მარიამის სტატუსს:

„ამას წინათ ერთ-ერთ ჯგუფში დავწერე კომენტარი სოლარიუმთან დაკავშირებით.ათი დღის წინ, ულამაზესი 17 წლის პაციენტი მოვიდა კლინიკაში, მელანომას დიაგნოზით, უმძიმესი ფორმით და დამპალ-გადაგვარებული ხალებით. დღეს გავიგე, რომ ვერ შველიან და 17 წლის გოგო უმძიმესი განაჩენით ელოდება სიკვდილს. კი, სიკვდილს.ზამთარ-ზაფხულ სოლარიუმში ირუჯებოდა. არ ქნათ, არ ქნათ, ხალხო! ნუ გაიმეტებთ საკუთარ თავს სიკვდილისთვის. ძალიან გთხოვთ, არ წახვიდეთ სოლარიუმში და ძალით ნუ დაიმართებთ კიბოს. მელანომა ერთ-ერთი ყველაზე უმართავი დიაგნოზია. მართლა.მინდა არავის, არასდროს არ გქონდეთ შეხება კიბოსთან. ჩემს დაუძინებელ მტრებს არ ვუსურვებ მაგას. ვისაც ყველაზე
მეტად ვძულვარ, მათაც ვერასდროს ვერ ვუსურვებ გაეგოთ, რას ნიშნავს კიბოსთან ბრძოლა.მე გამოვცადე, ვიცი, სიკვდილს შევეხე და ძალით ამას ნუ იზამთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g