LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„17 წლის წინ პირველად ვიგრძენი, თურმე რამხელა პასუხისმგებლობაა გერქვას „მამა“ და ამ სახელის წოდება გაამართლო“ – მამა შალვა კეკელია შვილს იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს

240
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელიას შვილს იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს.

„გიო, მამ, გილოცავ დაბადების დღეს, 17 წლის წინ პირველად ვიგრძენი, თურმე რამხელა პასუხისმგებლობაა გერქვას „მამა“ და ამ სახელის წოდება გაამართლო… ასევე, იმ დღეს გავაცნობიერე, რას ნიშნავს გერქვას “შვილი“ და შეძლო ღირსეული შვილობა… ჩვენ ღმერთის შვილები ვართ, მან ინება ჩვენი არ არსებობიდან არსებობაში შემოყვანა და ის ჩვენთვის ჯვარზე გაეკრა…

იცოდე, ღმერთს არასდროს უღალატო, სულ გულში გყავდეს, ცხოვრება ბევრ სირთულეებს მოგიმზადებს, შეიძლება, ბევრჯერ დამარცხდე, ვერ გაუძლო ცდუნებებს, მაგრამ გახსოვდეს – ის არასდროს მიგატოვებს, თუ შენ მიუხედავად ყველაფრისა, მას არ განეშორები, იცოდე – ის ჩვენი ცხოვრების აზრი და მიზანია…

 

? გიო მამ გილოცავ დაბადების დღეს, 17 წლის წინ პირველად ვიგრძენი თურმე რამხელა პასუხისმგებლობაა გერქვას “მამა” და ამ…

Posted by მამა შალვა on ორშაბათი, 26 ივნისი, 2023

 

შეიყვარე ღმერთი გულით და გონებით. მიყვარხარ მამიკო ძალიან“, – წერს მამა შალვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები