პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის“ ტერიტორიაზე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი შემოწმების შედეგად, რომელიც საქართველოში სატვირთო ავტომობილით შემოვიდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – 1796 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.